საქმე № 002-15345000

დაასახელე, ვინ არის ირაკლი ჯაბადარის მკვლელი?

დეტექტივო, გილოცავთ! საქმე № 002-15345000 ამოხსნილია!

გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი ჯაბადარის გარდაცვალება არ უკავშირდება 6 თებერვალს მომხდარ ფიზიკურ კონფლიქტს ი. ჯაბადარსა და ძმებ გ.ლ. ელბაქიძეებს შორის. ტიფლისის საგამოძიებო დეპარტამენტმა აღნიშნულ საქმეზე დააკავა გარდაცვლილი ი. ჯაბადარის ახლო მეგობარი და ერთ-ერთი ბოლო მნახველი - ლაშა ქებურია. გამოძიებით დადგნდა, რომ ბრალდებულმა ლ. ქებურიამ პალატაში ყოფნის დროს, ტიფლისის სამედიცინო კლინიკის ექთნის - ნათია დვალის მიერ დატოვებული წამალი, ნარკოტიკულისაშუალება TMA-ით ჩაანაცვლა. ბრალდებულ ლ. ქებურიას განძრახული ჰქონდა ირაკლი ჯაბადარის მკვლელობა შემდეგი მოტივით: დნმ ტესტის პასუხით დგინდება, რომ ლაშა ქებურიას საცოლის, ეკა რაზმაძის ნაყოფის დნმ ემთხვევა გარდაცვლილი ი. ჯაბადარის დნმ მონაცემებს. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და მიზეზად ეკა რაზმაძისა და ირაკლი ჯაბადარის ურთიერთობას ასახელებს. ამ და სხვა მტკიცებულებების ფონზე, ტიფლისის პოლიციის დეპარტამენტი საქმე ნომერ 002-15345000 დახურულად აცხადებს და მადლობას უხდის გამომძიებელს/გამომძიებლებს წარმატებული მუშაობისთვის!