ნამდვილი ამბავი დამნაშავის ლოგიკის შესახებ
შემქმნელებისგან
Partners in Crime
ახლა გაიგებთ ჩვენი პროექტის შესახებ, სადაც იმისთვის, რომ 1000 ლარი გვეშოვნა, გადავწყვიტეთ შეგვექმნა სრულიად ახალი, უნიკალური სამაგიდო თამაში - “დამნაშავის ლოგიკა”. შემქმნელები: მარიამ ბუაძე, ანანო ჩიხლაძე, მარიამ ლაზარია, ანუკი შატაკიშვილი, მარიამ ხუხუნაშვილი, ნუკა ქორიძე
იდეის შექმნა და განვითარება
ცხოვრებაში ერთხელ ალბათ ყველას გვიოცნებია ვყოფილიყავით გამომძიებლები და ამოგვეხსნა ჩვენთვის საინტერესო და იდუმალი საქმეები. ჩვენ მიერ შექმნილი “დამნაშავის ლოგიკა” საშუალებას მოგცემთ რეალურად გამოსცადოთ თქვენი თავი ამ ამპლუაში. თამაში წარმოდგენილია ნამდვილი დეტექტიური საქაღალდის ფორმატით, რომელშიც მოთავსებულია ყველა ის მასალა, რაც საქმის გამოძიებაში დაგეხმარებათ. დღევანდელ პანდემიურ ვითარებას თუ გავითვალისწინებთ, თითოეულ ჩვენგანს ბევრჯერ მოგვიწია იზოლაციაში ყოფნა, რაც საკმაოდ მოსაწყენი აღმოჩნდა. სამაგიდო თამაშები კი მოთხოვნადი და საუკეთესო საშუალებაა ასეთი დღეების გასახალისებლად.ასევე აღსანიშნავია, რომ ჟანრობრივად და თამაშის კონცეფციის გათვალისწინებით, საქართველოში ასეთი თამაში ქართულად ჯერ-ჯერობით არ არსებობს და შეიძლება ითქვას, რომ უნიკალურია. იმის გამო, რომ ჩვენთვისაც ძალიან მომხიბვლელი აღმოჩნდა ეს თამაში, გადავწყვიტეთ რომ გაგვეკეთებინა თამაშის ქართული ვერსია, რომელიც რა თქმა უნდა, მორგებული იქნებოდა ქართველებზე.
რა იქნება მომავალში?
ეს იყო საოცარი თავგადასავალი. მაგრამ ჩვენ ყველაფერი მხოლოდ ახლა დავიწყეთ. ის პოზიტიური გამოხმაურებები, რომლებსაც ჩვენ ვღებულობთ ჩვენი გულშემატკივრებისგან ყოველდღიურად გვმატებს უდიდეს მოტივაციას. სანამ ჯერ კიდევ არიან დეტექტივები, რომ გამოძიონ მოცემული საქმეები, ჩვენ არ შევწყვეტთ დამნაშავის ლოგიკის გაკეთებას. ჩვენ ვიქნებით ყველგან და ყოველთვის, ჩვენი დეტექტივების გვერდით.
გმადლობთ რომ ხართ დამნაშავის ლოგიკის ისტორიის ნაწილი
მარიამ ბუაძე, ანანო ჩიხლაძე, მარიამ ლაზარია, ანუკი შატაკიშვილი, მარიამ ხუხუნაშვილი, ნუკა ქორიძე
დამნაშავის ლოგიკა