დეტექტივო, გილოცავთ! საქმე N001-15378000 ამოხსნილია!
12 ნოემბერს, მანამ, სანამ ზურა ნაკაშიძე სახლს დატოვებდა, მისი ძმის, ამირან ნაკაშიძის ოთახში ჩუმად შევიდა და იმ ფულის აღება გადაწყვიტა, რომელიც მეგობარ ზაზას რამდენიმე ხნით ადრე ესესხა. ხმაურზე დაზარალებულ სესილი ნაკაშიძეს ტირილით გაეღვიძა. ბრალდებული ზურა ნაკაშიძე აფექტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა, მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ფონზე ჩაიდინა დანაშაული, რომელიც არ იყო წინასწარ განზრახული. გამოძიებით დადგინდა, რომ ზურა ნაკაშიძე ბალიშით სესილის მიერ გამოწვეული ხმაურის ჩახშობას ცდილობდა, რამაც ფატალურ შედეგამდე მიიყვანა სიტუაცია. ბრალდებულს შემთხვევის დეტალები არ ახსოვს, რაც ზემოთ აღნიშნული მისი მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობით იხსნება. საქმეში არსებული ყველა სხვა ეჭვმიტანილი არ აკმაყოფილებს ბრალდებულის წოდებას, რაც საბოლოო ეჭვს ზურა ნაკაშიძეზე ტოვებს. ამ და სხვა მტკიცებულებების ფონზე ტიფლისის პოლიციის დეპარტამენტი საქმე ნომერ 001-15378000 დახურულად აცხადებს და მადლობას უხდის გამომძიებელს/გამომძიებლებს წარმატებული მუშაობისათვის!