საქმე № 003-15327000
დაასახელე ვინ არის დამნაშავე?
დეტექტივო, გილოცავთ! საქმე N003-15327000 ამოხსნილია!
გამოძიებით დადგინდა, რომ დამნაშავე გ. ებანოიძეს დაგეგმილი ჰქონდა მსახიობ გვანცა წიკლაურის განზრახ მოწამვლა. გადასაღები სცენის დროს მსახიობ გ. წიკლაურის ალერგიის გამო (რის შესახებაც ბრალდებულს არ ჰქონდა ინფორმაცია) მოხდა მისი და მსახიობ ა. ანანიაშვილის საკვების გაცვლა, რის შედეგადაც დაზარალებული ა. ანანიაშვილი სამედიცინო დაწესებულებაში მძიმე ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. ბრალდებული გ. ებანოიძე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და აცხადებს, რომ მისი სამიზნე მსახიობი გ. წიკლაური იყო. ბრალდებულის მოტივი იყო შურისძიება გ. წიკლაურზე, რომელსაც მსახიობ ა. ანანიაშვილისთვის აკეთებდა. გ.ებანოიძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით. ტიფლისის პოლიციის დეპარტამენტი საქმე № 003-15327000 დახურულად აცხადებს და მადლობას უხდის გამომძიებელს/გამომძიებლებს წარმატებული მუშაობისთვის!